
თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი ჩხორიაში სოფ. ლიის საზღვართან.

ეს შენობა, რომელსაც ასეთი ლამაზი ბაღნარი ამშვენებს, დაარსა ნორა ჭკადუა_ფარცვანიამ. მარტოხელა ქალბატონმა ერთადერთი შვილის, სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულ ინგა ფარცვანიას მონაზვნად აღკვეცის შემდეგ მან გადაწყვიტა თავისი სახლი მონასტრად გადაეკეთებინა და თავისი სიცოცხლეც ღვტის სამსახურისთვის მიეძღვნა. ამჟამად ქალბაბატონ ნორას გადაწყვეტილი აქვს მონასტრის ახალი, უფრო დიდი შენობის აშენება, პროექტი მზადაა შეძენილი აქვს სამშენებლო მასალები და ეძებს სპონსორებს დახმარების მიზნით.
მონასტერი კურთხეულია მეუფე გერასიმეს მიერ.

ვახტანგ ხარებავას კარ_მიდამო მედრულ_იმერული სტილის ჭიშკრით, საკმაოდ მოზრდილი აიზით, რომელშიაც დუმფარები გტაცებენ თვალს, დუმფარა მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, აქვს ტყავისებრი, გრზელყუნწიანი, წყალზე მოტივტივე ფოთლები და დიდი ყვავილები. აშენებენ დეკორატიულ მცენარედ, ნორჩი ფესურა იჭმევა.
უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი სასკოლო ღონისძიება ჩაგვიტარებია ამ ეზოში.

ლუდუკ გობეჩიას კარ_მიდამო თვითნასწავლი ხელოვანი_დიზაინერი, რომელსაც არაერთისაკარმიდამო ეზო გაულამაზებია.

ზაურ სოსელიას კარ_მიდამო
უნდა აღინიშნოს, რომ ზაურის მეუღლე, ქალბატონი ინეზა ოდიშარია სპეციალობით ბიოლოგია და მუშაობს ჩხორიის საჯარო სკოლაში. ბუნებით ხელოვანია, რაც ეტყობა მის ეზო_კარს.
ერთი დღე ქალბატონ ლატავრა ჯანჯღავასთან

ქალბატონი ლატავრა პროფესიით ექიმია. ამჟამად პენსიაზეა. მისი გატაცებაა სამკურნალო მცენარეების შეგროვება და მისგან წამლების დამზადება, ქალბატონ ლატავრას რძალიც ბიოლოგია, ჩვენი სკოლის მასწავლებელი. ქალბატონ ლატავრას სურვილი აქვს მიზანმიმართულად იმუშაოს ამ დარგპი. იგი სიამოვნებით ჩაება ჩვენს პროექტში და იმედი აქვს, რომ ბავშვებთან ერთად სასარგებლო საქმეს გააკეთებს.